როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის)

როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკო (მამაკაცებისთვის)
სტატიები
10:55, 15 April 2021
831
0


სოკოვანი დაავადება საკმაოდ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში. ეს ქალის სასქესო ორგანოების თავისებურებების გამო ხდება. მამაკაცის სასქესო ორგანოებზე სოკო კანდიდოზა რთულად იკიდებს ფეხს. ხშირ შემთხვევაში კი თუ სოკოთი დაავადებულ ქალთან სექსუალური კონტაქტი მოხდა, მამაკაცები უკვე მისი მატარებლები ხდებიან, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სასქესო ორგანოზე სოკოვანი დაავადება მაინც განუვითარდა, მას უკვე აქვს გამოხატული სიმპტომები და მისი მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს სხვა დაავადებების გამოწვევა.თუ როგორ ამოვიცნოთ სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება მამაკაცებში, როგორ.ჯი ქვემოთ მოგითხრობთ.
 

საფეხურები

  1. სოკოვანი დაავადების სიმტომები კაცებში
    კაცებში სოკოვანი დაავადების სიმპტომებია: სიწითლე; შეშუპება; ტკივილი შეხებისას; წვის შეგრძნება; ქავილი; უსიამოვნო სუნი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მაინც გაწუხებთ, უროლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. ექიმი განსაზღვრავს თქვენს დიაგნოზს, დაადგენს დაავადების მიზეზებს და მკურნალობის სწორ კურსს დანიშნავს. სწორედ ამიტომაა დაუშვებელი თვითმკურნალობა, რომელიც ხშირად უარყოფით შედეგებს იწვევს. დიაგნოზის დასმა ლაბორატორიული კვლევებით ხდება.
  2. სოკოვანი დაავადების განვითარების მიზეზები:

    სოკოვანი დაავადების განვითარებას მამაკაცში იწვევს: იმუნური სისტემის შესუსტება; ჰიგიენის წესების დაუცველობა; სისხლში შაქრის დონის ზრდა; დიაბეტი; ვიტამინების ნაკლებობა; ანტიბიოტიკების მიღება; ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; ქრონიკული სტრესი.
  3. სოკოვანი დაავადების განვითარების ფორმები.

    თუ სოკოვან დაავადებას დროულად არ უმკურნალებთ, მან შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი დაავადებები: ურეთრიტი; პროსტატიტი; პიელონეფრიტი; ცისტიტი; ერექციული დისფუნქცია; უშვილობა.
  4. მკურნალობა

    მკურნალობის კურსი დაავადების გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. გააჩნია დაავადების ფორმას და სიმძიმეს. მკურნალობის კურსის შემდეგ აუცილებელია რომ აღდგეს ნაწლავის ფლორა და იმუნური სისტემა გაძლიერდეს. სოკოვანი კანდიდოზის მკურნალობისას უნდა აღმოიფხვრას ის ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. წყვილის ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის კურსი ქალმაც და მამაკაცმაც ერთდროულად უნდა გაიარონ.
Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი
ცოცხლად დამწვარი რესურსის ტიპი: ელ-წიგნი გამოცემის წელი: 2012 მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი ავტორი (ები): სუადი...
23.11.22
427
0
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს
უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა...
16.11.22
582
0