Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]

Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]
სტატიები
14:25, 19 November 2020
380
0
Marcus Miller [ბიოგრაფია / სტატია]


ვილიამ ჰენრი მარკუს მილერი დაიბადა 1959 წლის 15 ივნისს ბრუკლინი, ნიუ-იორკი, ამერიკაში. მუსიკის თავდაპირველი თეორია, პრაქტიკა და გაკვეთილები მიიღო ორღანისტი და საეკლესიო გუნდის დირექტორი მამისგან. მარკუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ის უკრავდა იყო ფლეიტა. რაღაც დროის შემდეგ, ჯერ კიდევ სკოლაში, დაიწყო სი-ბემოლ კლარნეტის შესწავლა. სკოლის შემდეგ კი ის შედის მუსიკის და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში, კლარნეტის კლასში. თავდაპირველად ბას-გიტარას მან ხელი მოჰკიდა 13 წლის ასაკში, როცა ის უკრავდა ადგილობრივ ფანკ-ჯგუფებში. მარკუსი ყოველთვის ავლებდა პარალელს ბას-გიტარასთან, იმ ცოდნის გამოყენებით რომელიც მას კლარნეტის დაკვრისას ჰქონდა. პირველი ნაშრომი როგორც ბასისტის, მან კოლეჯში სწავლის დროს ჩაწერა. ამის შემდეგ მან რაღაც დროით მიატოვა კლარნეტზე დაკვრა, თუმცა ის ამ საქმიანობას 7 წლის შემდეგ მიუბრუნდა. ზუსტად მუსიკის შესწავლის წლებში ის გაეცნო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან : მაილს დევისი, დევიდ სენბორნი, ჯორჯ ბენსონი, ლუთერ ვანდროსი… 1981 წელს ის გახდა მაილს დევისის ჯგუფის წევრი და ორი წელი გაატარა ტურნეებში. რაღაც დროის შემდეგ მილერმა დაიწყო სხვა მუსიკოსების პროდიუსირება. მისი პირველი სერიოზული ნაშრომი იყო დევიდ სენბორნის ალბომი Voyeur, რომელმაც მიიღო გრემი. მარკუს მილერი და დევიდ სენბორნი ამის შემდეგ კიდევ მუშაობდნენ ერთად და მათ შექმნეს კიდევ რამოდენიმე კარგი ალბომი, ერთ-ერთია Inside, რომელმაც ასევე მიიღო გრემი – 2000 წელს. მარკუს მილერს და მაილს დევისს აქვთ ბევრი ცნობილი კომპოზიცია და ალბომი შექმნილი, ჩაწერილი, მაგალითად : TuTu რომელიც ერთად დაწერეს, The Man With The Horn, We Want Miles, Star People, Music From Siesta, Amandla, ასევე ჯაკო პასტორიუსის გარდაცვალების შემდეგ Mr.Pastorius… მარკუს მილერი უკრავს : Jazz, Jazz Fusion, R&B, Rock, Funk… იმის გარდა რომ ის უკრავს ბას-გიტარაზე, მარკუს მილერი ასევე არის ბენდის ლიდერი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, კარგადაც მღერის, უკრავს საქსაფონზე, კლარნეტზე, ბას-კლარნეტზე, პიანოზე, ელექტრო პიანოზე, ორღანზე, სინთეზატორზე, აკუსტიკურ და ელექტრო გიტარაზე… მან დიდი კვალი დატოვა ”სლეპის” განვითარებაში. მარკუს მილერი დღესდღეისობით არის (ერთ-ერთი) საუკეთესო მუსიკოსი და ბას-გიტარისტი მსოფლიოში.

Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
Skype For Sony ericsson Skype For Sony ericsson
ინფორმაცია ფაილზე : დასახელება : SKYPE for Mobile წელი : 2010 გაფართოვება : 240x320 ფორმატი : Java მოცულობა : 400KB...
16.09.22
366
0
თუ თუ
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი...
15.09.22
380
0