John Coltrane ბიოგრაფია

John Coltrane ბიოგრაფია
სტატიები
00:57, 18 November 2020
368
0
John Coltrane ბიოგრაფია


დაიბადა 1926 წლის 23 სექტემბერს – გარდაიცვალა 1967 წლის 7ივლისს.

ერთ-ერთი უდიდესი ჯაზმენი XX საუკუნის მეორე ნახევრისა და მთელი ჯაზის ისტორიისა,ტენორ და სოპრანო საქსოფონის ოსტატი.ჩარლი პარკერთან,დიუკ ელინგტონთან,მაილს დევისთან ერთად ერთ-ერთ გავნელიან მუსიკოსად ითვლება.მან გავლენა იქონია როგორც თანამედროვე ჯაზმენებზე,ასევე იმპროვიზაციის სკოლაზე.
ჯონ კოლტრეინი იგივე “მესია”,როგორც მას უწოდებენ დაიბადა მუსიკალურ ოჯახში.მან 13 წლიდან დაიწყო ორკესტრებში დაკვრა,თავიდან კლარნეტზე და ალტჰორნზე უკრავდა,შემდეგ ალტ-საქსოფონი.1947 წელს “King Kolax Band”-ში ყოფნისას კი პირველად ხელში აიღო ტენორ-საქსოფონი.


40-იან წლებში კოლტრეინი რჩებოდა უცნობ მუსიკოსად და სხვადასხვა ორკესტრებში უკრავდა.1954 წელს ის მაილს დევისთან ერთად იწერება.როდესაც მან დევისისგან წასვლა გადაწყვიტა,მაილსმა სტუდიასთან დადებული კონტრაქტის თანახმად მოასწრო და ჯონთან ერთად ჩაწერა ალბომები:”Relaxin”,”Cookin” და “Steamin”.დევისთან მუშაობის დროს კოლტრეინს და მაილსს ხშირი დავა ქონდათ,რადგან კოლტრეინი ძლიერ დამოკიდებული გახდა ჰეროინზე ამის გამო დევისმა იგი რამდენჯერმე გააგდო კიდეც მაგრამ შემდეგ უკან დააბრუნა შემადგენლობაში.1959 წელს კი კოლტრეინმა დაანება თავი ნარკოტიკებს და კვლავ დაუბრუნდა დევისს,სწორედ ამ წელს ჩაწერეს მათ გენიალური ალბომი “Kind Of Blue”.
50იანი წლების ბოლოს 60-იანების დასაწყისში კოლტრეინი ქმნის ალბომებს რომელიც ავლენს მის შემოქმედებას.ამ წლებში ის ჯაზისთვის უმნისვნელოვანეს ალბომებს ქმნის: “A Love Supreme”,”Coltrane Jazz”,”Giant Steps”.1957 წელს კი იგი თავის პირველ სოლო ალბომს წერს “Coltrane”.
1960 წელს მესია ქმნის საკუთარ კვარტეტს,შემადგენლობა ასეთია: პიანისტი მაკოი ტაინერი,ბასისტი ჯიმი გერისონი და დასრტყამებზე ელვინ ჯონსი.
1962 წელს კოლტრეინმა კონტრაქტი დადო ლეიბლთან Impulse!.პროდიუსერ ბობ ტილესთან მუშაობისას მან უამრავი ჩანაწერი გააკეთა.ამ რაოდენობის ერთად გამოცემის საშუალება ფირმას არ ქონდა,სამაგიეროდ ალბომები მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგაც გამოდიოდა.ჯაზმენმა თავისი რელიგიური მიდგომა ჯაზთან კარგად გამოხატა 1965 წლის ალბომში “A Love Supreme”,რომელმაც გრემის ორი ნომინაცია დაიმსახური,ხოლო მუსიკოსის ნამუშევრებს შორის ის ყველაზე გაყიდვადია.

მის სიცოცხლეში ბოლო ალბომი “Exspressions” 1967 წელს გამოვიდა გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე.მესია მოულოდნელად გარდაიცვალა 40 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი.მის დასაფლავებაზე უკრავდნენ ორნეტ კოლმანი და ალბერტ აილერი.

P.s. რომ არა კიბო იგი უფრო მეტს გააკეთებდა ჯაზისთვის ! მოკლე ხანში გენიალური ნამუშევრები დაუტოვა კაცობრიობას!
Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
Skype For Sony ericsson Skype For Sony ericsson
ინფორმაცია ფაილზე : დასახელება : SKYPE for Mobile წელი : 2010 გაფართოვება : 240x320 ფორმატი : Java მოცულობა : 400KB...
16.09.22
365
0
თუ თუ
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი...
15.09.22
380
0