როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება

როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება
სტატიები
16:10, 03 November 2020
580
0


თირკმელების ანთება შეიძლება გამოვლინდეს როგორ დამოუკიდებელ დაავადებად, ასევე სხვა პრობლემების გაუარესების ნიშნად. მაგალითად, შარდოვან სისტემაში კენჭების მოხვედრა. ასეთი ხასიათის პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს. თუ ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა დროული არ იქნება, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ამ პრობლემისგან სრულიად თავის დაღწევა შეუძლებელი გახდება.
 

საფეხურები

  1. მიზეზი, რომლის გამოც ჩვეულებრივ იწყება თირკმელების ნათება - ორგანიზმში ისეთი ბაქტერიების მოხვედრაა, როგორიცაა სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და სხვა. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, შეშუპება (უმეტესწილად სახის მიდამოებში), საერთო სისუსტე, ტკივილები წელის არეში, შარდის ფერისა და შემადგენლობის ცვლილება, სისხლოვანი გამონადენი და სხვა.
  2. თირკმელების ანთების მკურნალობა უმეტეს შემთხვევებში არის კომპლექსური. იგი შეიცავს: მედიკამენტოზური პრეპარატებით მკურნალობას (ანტიბიოტიკებს, უროსეპტიკებს, შარდგამომშვებ ნივთიერებებს, ჰიპოტენზიურ პრეპარატებს), დიეტას და ფიტოთერაპიას
  3. დიეტური კვება დიდ როლს თამაშობს თირკმელების ანთების მკურნალობაში. საჭიროა კვების რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანა, რომლებსაც აქვს შარდმდენი ეფექტი (ნესვი, საზამთრო, გოგრა). თუ ვლინდება არტერიული წნევის ზრდა, მაშინ საჭირო ხდება მიღებული წყლის რაოდენობის შემცირება. გამორიცხულია ისეთი პროდუქტების მიღება, რომელბიც ზრდიან თირკმელებზე დატვირთვას: ცხარე სუნელები, ცხიმიანი ხორცი, მლაშე და შემწვარი.
  4. მინდვრის ხვიშას, შტოშის ფოთლების, ველური ვარდის, კრაზანას ნახარშების მიღება. ბოსტნეულების წვენს შეუძლია დადებითი ეფექტი იქონიოს მკურნალობის პროცესზე. ჭარხლის წვენი დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში.

გაფრთხილებები

  • ფიტოთერაპიის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები, ვინაიდან ჩამოთვლილ მცენარეთაგან ზოგმა შეიძლება შეიძლება უკუჩვენება მოქცეთ თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში.
Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი
ცოცხლად დამწვარი რესურსის ტიპი: ელ-წიგნი გამოცემის წელი: 2012 მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი ავტორი (ები): სუადი...
23.11.22
426
0
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს
უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა...
16.11.22
582
0