ფრანით მორბენალი

ფრანით მორბენალი
ელექტრონული წიგნები
11:23, 28 September 2022
499
0


Author: ხალიდ ჰოსეინი
Genres: თანამედროვე, ისტორიული
Publisher: არტანუჯი Published: NaN/NaN/2014

„ფრანით მორბენალი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია თანამედროვე მკითხველში. ხალიდ ჰოსეინის სხვა ნაწარმოებებთან, „ათასი მოელვარე მზე“, „მთებმა მთებს უთხრეს“ ერთად, იგი ქართველი მკითხველის ინტერესს არ კარგავს.
ნაწარმოების მთავარი პლუსი, ვფიქრობ, ისაა, რომ მთავარი გმირი, ამირი, პირველი პირით, გულწრფელად გვიყვება იმ ტრაგიკულ ისტორიას, რაც მას, ჰასანსა და ავღანეთს გადახდა.
ამ პერსონაჟის თვალით კარგად ვხედავთ, როგორია ავღანეთი რუსების შესვლამდე, წარმოვიდგენთ, როგორია რუსების შესვლის შემდეგ და ვხედავთ, როგორია თალიბანების გამოჩენის შემდეგ.
ომი, როგორც ნებისმიერი მოსახლეობისთვის, ისე ავღანელებისთვის, ძალიან მძიმეა. ომზე ცუდი ადამიანს არაფერი მოუგონია და, ამ ტრაგედიის შედეგები კარგად ჩანს რომანში. მასში ვხვდებით მათხოვრებით მოფენილ ქუჩებს. სრულიად შემზარავია მომენტი, როდესაც ჩანს ადამიანი, რომელიც მზადაა საკუთარი კიდურიც კი დათმოს საკვების გულისთვის.
ომზე მძიმეა წიგნში გადმოცემული ადამიანთა ურთიერთობები. ამირის შეცდომამ მას დაანახა, რაოდენ მძიმეა გულგრილობა საჭირო დროს. ზურგშექცევა ჰასანისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო ამირისთვის სიცოცხლეც კი გაეწირა, არანაირ გამართლებას არ იმსახურებს.
ჰასანი მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. იგი ყურადღებას იქცევს თავისი ერთგულებით, ღირსებით, პატიოსნებით. ჰასანი მაგალითია ერთგულებისა. მას შეუძლია უერთგულოს ამირს მაშინ, როცა ის მას ზურგს აქცევს, მაშინ, როცა რამდენიმე წელი არ უნახავს და უერთგულოს მას სიკვდილის მომენტშიც.
საყურადღებოა ავტორის არაჩვეულებრივი მიგნება:ჰასანის შვილი საბოლოოდ ამირის ცხოვრებაში აღმოჩნდება. ამირს შვილი არ ჰყავს, მაგრამ სოჰრაბი მის ცხოვრებაშია, არა როგორც ჰასანის შვილი, არამედ, როგორც ამირის ძმიშვილი, ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ემოციურს ხდის რომანს.
საბოლოოდ, ჰასანის უკვდავი ფრაზა "for you, a thousand times over" ამირის ფრაზა ხდება, რომელიც სიხარულით გარბის ფრანისკენ, სოჰრაბის გასახარებლად.

ჰოსეინის რომანი გაჟღენთილია ისტორიით, ადამიანობით, ემოციურობით, სიყვარულით, მეგობრობითა და ბედის თამაშით. ყოველივე ეს ერთად კი სძენს მას იმ ხიბლს, რის გამოც "ფრანით მორბენალი" სამაგიდო და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რომანია.

Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
ცოცხლად დამწვარი ცოცხლად დამწვარი
ცოცხლად დამწვარი რესურსის ტიპი: ელ-წიგნი გამოცემის წელი: 2012 მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი ავტორი (ები): სუადი...
23.11.22
427
0
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს
უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა...
16.11.22
582
0