ნარკომანია (niniko.log.ge)

ნარკომანია (niniko.log.ge)
სტატიები
14:16, 22 August 2022
416
0

ასე თუ ისე,ნარკომანია საზოგადოებაში ერთ-ერთი რთულად გადასაჭრელი პრობლემაა..რთულად რა,შეიძლება ითქვას გადაუჭრელია.

ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სენზე,თუ რა უბედურების მოტანა შეუძლია..თვითონ ნარკომანისთვის,და რა თქმა უნდა თავისი გარემოცვისთვის.ნარკომანია..ეს ის შემთხვევაა,როდესაც შეიძლება მეგობარი მეგობარს არ დაეხმაროს,ის შემთხვევაა როდესაც რაღაც გრამების სანაცვლოდ ადამიანს,ახლობელს უღალატო..

საიდან გაჩნდა ეს სენი? პირველად სად აიდგა ფეხი? მართლა მაინტერსებს :)

და რამე ეშველება? :( კონკრეტული შემთხვევებიდან რაც ვიცი,არც ერთი არ დასრულებულა კარგი შედეგით.

რა თქმა უნდა ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვროს,მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მარტო ერთი ადამინის უბედურება არაა,ეს არის მთლიანად საზოგადოების უბედურება.

გამოსავალი?

ჰო.. გამოსავალზე კი ვფიქრობთ და არც კი ვიცით არსებობს თუ არა ის საერთოდ..

და რა არის საფუძველი ამ ჭაობში შეტოპვის?? მიზეზი რა არის რის გამოც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვარდება?

ავადმყოფობა რომ განიკურნოს,მისი გამომწვევი მიზეზი უნდა ვიცოდეთ..

და კიდევ ერთი და ვფიქრობ არც ისეთი კარგი რამ,ნარკომანები საზოგადოებისგან უკუგდებულები ხდებიან,მათ საზოგადოება უარყოფს,როგორც სრულყოფილ ადამიანს  არ აღიქვამს..მართალი გითხრათ ხალხს ვერ გაამტყუნებ,მაგრამ იქნებ ჯობია უარყოფის მაგივრად როგორმე დავეხმროთ?

...................................................................

მე არ მძულს ნარკომნი..მე მეცოდება და თანავუგრძნობ მას :(

ავტორი:  niniko (niniko.log.ge)

Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
Skype For Sony ericsson Skype For Sony ericsson
ინფორმაცია ფაილზე : დასახელება : SKYPE for Mobile წელი : 2010 გაფართოვება : 240x320 ფორმატი : Java მოცულობა : 400KB...
16.09.22
366
0
თუ თუ
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი...
15.09.22
380
0