ქართული პარადოქსი

ქართული პარადოქსი
სტატიები
07:45, 08 August 2022
434
0



დღეს მეგობარს ველაპარაკე ამ თემაზე.
მან დაარქვა ამ მოვლენას ”ქართული პარადოქსი”.

ძნელია აღწერა, არც კი ვიცი, თუ გამომივა...

აი, დრო ხო ნელა გადის ჩვენთან? ხო პატარა ქალაქში ვცხოვრობთ?

არა, ცუდად დავიწყე.

აი, წარმოიდგინეთ, დილით სამსახურამდე მაქსიმუმ 30 წუთი გჭირდებათ, და საღამოს - სახლისკენაც ამდენივე.

და თითქოს ყველაფრის დრო გვაქვს, თითქოს დიდი არაფერია, აქვეა კინოც, თეატრიც, ბასეინიც და სავარჯიშო დარბაზიც გაძეძგილია ტრენაჟორებით და გელოდება, აქვე ცხოვრობენ ბებიაც და ბაბუაც - აი, იმ უბანში, სადაც დღეში მინიმუმ ორჯერ გაივლი ხოლმე, ხო? და ხალხი, ის ხალხი, რომელიც მეხუთე კლასიდან შენს გვერდითაა, ან ბაღიდან - ისინიც აქვე არიან, სულ, ისევ იმ ქუჩაზე ცხოვრობენ, ისევ იმ ბინაში...

და მაინც, რატომ ვერ ნახულობ ახლო მეგობრებს? რატომ ვერ დადიხარ იქ, სადაც გინდა? რატომ ვერ იცლი საკუთარი თავისათვის? რატომ ვერ გამოგინახავს ერთი ან ორი საათი, რომ მიხვიდე - იცურაო, ივარჯიშო, ახალი სპექტაკლი ნახო (ხომ ხარ მაგარი ”სვეცკი ლომი” და აზზე ხარ კულტურის და დაჟე მულტურის და რამე...), ან რატომ ვერ მოგინახულებია ბაბუაშენი, რასაც ყოველდღე აპირებ?

რატომ უადვილდებათ ეს ყველაფერი სხვა ქალაქებში მაცხოვრებლებს (და შენც მათ შორის, როცა ჩადიხარ იმ სხვა ქალაქში), მიუხედავად მათი ცხოვრების გიჟური რიტმისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 4-5 საათს (!) მხოლოდ გზაში (!) ატარებენ - გზაში სახლი/სამსახური, რაზეც შენ სულ რაღაც ერთი საათი გჭირდება (ალია-ბალია, თავისი ნელა ტასაობებით და რამე).

რატომ შემიძლია მე - ლონდონში, პარიზში, ბერლინში, მოსკოვში - გავიღვიძო დილის 6:30 და მაინც დროზე მოვასწრო დუში, გაპარსვა, საუზმე და მეტროთი მიჩაქჩაქება და ზუსტად 8:00 ადგილზე ყოფნას როგორ ვახერხებ?
და როგორ ვახერხებ აქ, თბილისში, 8:30 გაღვიძებულმა, 10:05 (10:15) მაინც დავაგვიანო სამსახურში?

რატომ ღირს იქ დრო უფრო ძვირი, და რატომ ხდება ყველაფერი უფრო ჩქარა?
რატომ არის ჩვენთან ყველაფერი ასეთი ნელი, ზანტი, და მაინც ვერაფრის მოსწრებას რატომ ვერ ვახერხებთ?

აი დაახლოებით ეს არის ქართული პარადოქსი - ბევრი დრო გაქვს, და არაფრის დრო არ გრჩება...


ავტორი: dv0rsky  (dv0rsky.blogspot.com)

Ctrl
Enter
Заметили ошЫбку
Выделите текст и нажмите Ctrl+Enter
Комментарии (0)
Топ из этой категории
Skype For Sony ericsson Skype For Sony ericsson
ინფორმაცია ფაილზე : დასახელება : SKYPE for Mobile წელი : 2010 გაფართოვება : 240x320 ფორმატი : Java მოცულობა : 400KB...
16.09.22
366
0
თუ თუ
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი...
15.09.22
380
0